суббота, 28 марта 2015 г.

   ტრენინგის  IX  დღე

გავეცანი მე-8 მოდულს. ვისწავლე როგორ უნდა გავაკეთო პრეზენტაცია აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით. გავეცანი პროექტის პორტფოლიოს. გავიაზრე რომელ ფორმას გამოვიყენებ კლასში.
ვისაუბრეთ პრეზენტაციის უკუკავშირის შესახებ. გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს.
ავტვირთეთ ბმული GOOGL-DRIVE-ზე.
ინტელის ეს კურსი ძალიან სასიამოვნო და შრომატევადი იყო. კარგად გავერკვიე ყველა მოდულში და იმ უნარებში, რაც მოეთხოვება თანამედროვე პედაგოგს.
გვყავდა არაჩვეულებრივი ტრენერი, რომელიც გასაგებად გვიხსნიდა სიახლეებს.
 

   ტრენინგის   VIII  დღე

გადავხედეთ ჩვენს პროექტს, გავაკეთეთ ჩასწორებები.
განვიხილეთ მოდული 7 -ფასილიტაცია. ვისაუბრეთ მასწავლებლის როლზე-როგორც ფასილიტატორი. გავიაზრეთ ფასილიტაციისათვის საკვანძო კითხვები. რესურსები, რაც გვჭირდება ფასილიტაციის პროცესში.
   ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ფასილიტაციის რესურსები სწავლების პროცესში.

    ტრენინგის  VII  დღე

წავიკითხეთ  მოდული 5, ვისაუბრეთ შეფასების კრიტერიუმებზე.    ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, გავიაზრეთ  სსსმ მოსწავლეების როლი პროექტის მიმდინარეობის დროს. გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.

суббота, 14 марта 2015 г.

ტრენინგის VI დღე .    

    ჩვენი მუშაობა თანდათან უფრო საინტერესო ხდება. გვყავს არაჩვეულებრივი ტრენერი, რომელიც კარგად გვიხსნის სიახლეებს.
 დღევანდელ დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.  ვისწავლეთ google-drive-ის გამოყენება, მასალების ატვირთვა და გაზიარება.განვიხილეთ მოდული 4.   ვისაუბრეთ პროექტებში ინტერნეტის გამოყენებაზე. ინტერნეტის როლზე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები, განვიხილეთ უკვე მზა პროექტების ნიმუშები ( მოსწავლის). დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის თვალით დანახული ნიმუშის შექმნაზე, კიდევ ერთხელ გავიაზრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.  ვაგრძელებთ გეგმაზე მუშაობას.


     
ტრენინგის V დღე

     ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე, რეფლექსიაზე. ავღნიშნეთ, რომ თვითშეფასებითვის რეფლექსია ძალიან კარგი მეთოდია.

    ვისწავლეთ  review- ს გამოყენება ტექსტში კომენტარების წერის დროს. ჩემთვის ეს იყო სიახლე.
     განვიხილეთ პრეზენტაციის შაბლონის ფორმა.
     წავიკითხეთ მოდული 3. ვისაუბრეთ უკუკავშირის როლსა და მნიშვნელობაზე.
      გავეცანით საავტორო უფლებებს. ვისაუბრეთ ინტერნეტით მუშაობაზე.   
      დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.
ტრენინგის IV დღე


          განვიხილეთ მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები, გავიაზრეთ  და   ჩამოვაყალიბეთ  პროექტის  თემასთან დაკავშირებული  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვები.

           გავიგეთ და გავიაზრეთ  პროექტის  შეფასების  ინსტრუმენტების  მოკლე  მონახაზი.  გამოვიყენეთ  შეფასების  5 ძირითადი  სტრატეგია, რომელსაც  ვიყენებთ  პროექტზე  მუშაობის  დროს. ეს იყო ჩემთვის  სიახლე  და  ვცდილობ  კარგად  დავეუფლო  ამ სტრატეგიებს.