ტრენინგის VI დღე .
ჩვენი მუშაობა თანდათან უფრო საინტერესო ხდება. გვყავს არაჩვეულებრივი ტრენერი, რომელიც კარგად გვიხსნის სიახლეებს.
დღევანდელ დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. ვისწავლეთ google-drive-ის გამოყენება, მასალების ატვირთვა და გაზიარება.განვიხილეთ მოდული 4. ვისაუბრეთ პროექტებში ინტერნეტის გამოყენებაზე. ინტერნეტის როლზე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები, განვიხილეთ უკვე მზა პროექტების ნიმუშები ( მოსწავლის). დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის თვალით დანახული ნიმუშის შექმნაზე, კიდევ ერთხელ გავიაზრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ვაგრძელებთ გეგმაზე მუშაობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий